ქართველი მსაჯ-კომისრების ნოემბრის დანიშვნები ევროასპარეზზე

ფიბა-ევროპამ თავის ორგანიზებულ ტურნირების ნოემბრის მატჩებზე მსაჯები და კომისრები დანიშნა. ქართველ მსაჯ-კომისრებს ნოემბრის თვეში მთლიანობაში 9 მატჩის მომსახურება მოუწევთ, რომლებიც შემდეგნაირად გადანაწილდა:
დაწვრილებით >>>

 


ფედერაციის გამგეობის წევრთა შეხვედრა მსაჯებთან, კომისრებთან და მსაჯ-მდივნებთან

საქართველოს კალათბურთის ფედერაციის გამგეობა დღეს სასტუმრო "რედისონში" კალათბურთის ვეტერან და მოქმედ მსაჯებს, კომისრებს და მსაჯ-მდივნებს შეხვდა. საუბარი ეხებოდა ფედერაციის მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებს და იმ წესდებას, რომლითაც ეს არჩევნები უნდა ჩატარდეს. 1 ოქტომბერს გამართულ გამგეობის სხდომაზე ფედერაციის ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა, საკალათბურთო სამყაროს ყველა ფენის წარმომადგენლებს შეხვდეს და მათთან კონსულტაციის შემდეგ შეიმუშაოს წესდება და განსაზღვროს არჩევნების თარიღი.
დაწვრილებით >>>

 


რიჩარდ სტოკსის სემინარის მეორე დღე სასტუმრო რედისონში

ფიბა-ევროპის სამსაჯო და საშეჯიბრო დეპარტამენტების დირექტორმა რიჩარდ სტოკსმა დღეს სასტუმრო „რედისონში“ მორიგი სემინარი გამართა. თუკი გუშინ ღონისძიებას მსაჯები, მდივნები და კომისრები დაესწრნენ, დღეს რიჩარდ სტოკსის სემინარს მწვრთნელებიც ესტუმრნენ. დაწვრილებით >>>

 


 

სემინარის დაწყებამდე რიჩარდ სტოკსმა სასტუმრო რედისონში პრესკონფერენცია გამართა

დღეს სასტუმრო „რედისონში“ საქართველოს კალათბურთის ფედერაციის, კალათბურთის მსაჯთა კავშირისა და ფიბა-ევროპას ერთობლივი სემინარი დაიწყო. ქართველი მსაჯები, კომისრები, მსაჯ-მდივნები და მწვრთნელები ფიბა-ევროპის მსაჯთა და საშეჯიბრო დეპარტამენტების დირექტორისგან პროფესიული ზრდისთვის აუცილებელ სემინარებს მოისმენენ. ღონისძიებაზე დასასწრებად აზერბაიჯანიდან სპეციალურად რამდენიმე მსაჯი და კომისარი ჩამოვიდა. დაწვრილებით >>>


ბერეკაშვილი და კუპატაძე ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე იმსაჯებენ

სლოვენიაში მომავალ სექტემბერსში გასამართ ევროპის ჩემპიონატზე ქართველი არბიტრი იმსაჯებს. საქართველოს კალათბურთის ფედერაციაში ფიბა-ევროპიდან დღეს მოსული წერილის თანახმად ევრობასკეტ 2013-ის მატჩებს დავით ბერეკაშვილი მოემსახურება. დაწვრილებით >>>

 


 

ფიბა-ევროპამ ქართველი მსაჯები დეკემბრის მატჩებზე გაანაწილა

ფიბა-ევროპამ დეკემბრის მატჩებზე მსაჯ-კომისრები გაანაწილა. ევროპული კალათბურთის მმართველმა ორგანომ სამივე ქართველი საერთაშორისო კატეგორიის არბიტრი დაასაქმა. დეკემბრის თვეში ქართველი მსაჯები შემდეგ მატჩებს მოემსახურებიან:

მაკა კუპატაძე
ქალების ევროპის თასი. 1/8 ფინალი. ქაისერი. თურქეთი. 5 დეკემბერი
ქაისერი (თურქეთი) - მერსინი (თურქეთი)
ქალების ევროლიგა. მერსინი. თურქეთი. 19 დეკემბერი
ტარსუსი (თურქეთი) - რივას ეკოპოლისი (ესპანეთი)

დავით ბერეკაშვილი
ქალების ევროპის თასი. ადანა. თურქეთი. 6 დეკემბერი
ადანა (თურქეთი) - ბლმა (საფრანგეთი)

ზაზა მაჩალაძე
ქალების ევროპის თასი. 1/8 ფინალი. საპასუხო მატჩი. მერსინი. თურქეთი. 13 დეკემბერი
მერსინი (თურქეთი) - ქაისერი (თურქეთი)


 

ფიბა–ევროპამ ქართველი მსაჯები და კომისარი გაანაწილა

ქართველი მსაჯები და კომისარი უკვე სრული აქტივობით ჩაებნენ ევროფერხულში, რაც ფიბა-ევროპის მიერ ორგანიზებულ ტურნირებში მონაწილეობას, მატჩების მომსახურებას გულისხმობს. ევროკალათბურთის მმართველმა ორგანომ მომავალი თვის პირველ ნახევარში გასამართ მატჩებზე ოფიციალური პირები დანიშნა.
1–დან 15 ნოემბრამდე ევროტურნირების მატჩებზე საერთაშორისო კატეგორიის არბიტრები – მაკა კუპატაძე და დავით ბერეკაშვილი, ასევე ფიბა–ს კომისარი, მერაბ რატიშვილი იქნებიან მივლინებულნი.

მაკაკუპატაძე
14 ნოემბერი
ქალთა ევროლიგა. სტამბოლი (თურქეთი)
გალათასარაი (თურქეთი) – მონდევილი (საფრანგეთი)
15 ნოემბერი
ქალთა ევროპის თასი. ქაისერი (თურქეთი)
ქაისერი (თურქეთი) – ჰორიზონტი (ბელარუსი)
დავითბერეკაშვილი
6 ნოემბერი
ევროჩელენჯი. ტიმიშოარა (რუმინეთი)
ტიმიშოარა (რუმინეთი) – კიორმენდი (უნგრეთი)
მერაბრატიშვილი
7 ნოემბერი
ქალთა ევროლიგა. პრაღა (ჩეხეთი)
უსკ პრაღა (ჩეხეთი) – ეკატერინბურგი (რუსეთი)